ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲨᲔᲛᲔᲪᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ
ᲒᲐᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲗᲘᲑᲘᲡᲔᲚᲔᲑᲘ
ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ
თიბისიმ საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა პროგრამა „თიბისი შენთვის“, რომლის ფარგლებში COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად კომპანია 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. პროგრამა 2 ნაწილისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყო, სადაც აქცენტი კეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დაეთმობა, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესების საკომისიო ხარჯის შემსუბუქებას.