ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲦᲐᲚᲘ

ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲚᲐᲓ

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი უწყვეტ რეჟიმში და შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით.

 

თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად ემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე).

 

თიბისის დისტანციური სერვისების, ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებით შესაძლებელია საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების უმეტესობის დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განხორციელება. თიბისიში შესრულებული ოპერაციების 93%-ზე მეტს მომხმარებლები დისტანციური მომსახურების არხებით ახორციელებენ.

 

შეუფერხებლად ფუნქციონირებს თიბისის 600-მდე ბანკომატი და 3,500 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს თიბისის ცხელი ხაზი.

 

დროებით დაიხურა ყველა ის სერვისცენტრი, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში - სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში ფუნქციონირებდა, მათ შორის იუსტიციის სახლის ფილიალი.

 

ასევე შეიცვალა 24 საათიანი სერვის ცენტრების მუშაობის გრაფიკი დეტალური ინფორმაცია თიბისის სერვისცენტრების მუშაობის გრაფიკის შესახებ იხილეთ ბმულზე.

© 2020 TBC

ცხელი ხაზი: +995 32 2272727