ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡ
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესია, ამიტომ მიღებული გვაქვს ზომები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად:

  • ფილიალების და ოფისების რეგულარული დეზინფექცია, თანამშრომლების სადეზინფექციო ხსნარებით, დამცავი ხელთათმანებით და ნიღბებით უზრუნველყოფა

  • მინის ბარიერები ფილიალებში

  • მორიგეობა, როტაცია და ჯგუფებად დაყოფა მეტი დისტანცირებისთვის და მომსახურების პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად. მორიგეობით მუშაობის მიუხედავად ყველას უნარჩუნდება ან ეზრდება ანაზღაურება

  • გუნდის ნაწილი გადასულია სრულად დისტანციურ მუშაობაზე. პირველ რიგში ეს შეეხო ორსულებს და მაღალი რისკის თანამშრომლებს

  • დროის ერთ მონაკვეთში ფილიალებში უშვებენ იმდენ ადამიანს, რამდენის მომსახურებაც შეიძლება რიგის გარეშე, არაუმეტეს 10 ადამიანს ერთდროულად

© 2020 TBC

ცხელი ხაზი: +995 32 2272727